სემეკი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

სემეკი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 13 მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის და დროებით წყვეტს ოფისში კონსულტაციებს.

მოქალაქეებს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს ვიზიტის გარეშე შეუძლიათ სემეკში გაგზავნონ განცხადება/საჩივარი ფოსტით ან ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mail@gnerc.org.

გაიარონ კონსულტაცია ქოლ-ცენტრის ნომერზე: 16 216 (ზარი უფასოა), ასევე, სოციალური ქსელის - www.Facebook.com/gnerc საშუალებითაც.

კომისია უფლებამოსილია საჯარო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს დაინტერესებულ პირთა სხდომაზე დასწრების გარეშე.