ირაკლი მეზურნიშვილი გიგა ბედინეიშვილს: „ქართულმა ოცნებამ“ მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა

ირაკლი მეზურნიშვილი გიგა ბედინეიშვილს: „ქართულმა ოცნებამ“ მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა

“ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები“, - ასე პასუხობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კასპის მაჟორიტარი დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილი ექსპერტ გიგა ბედინეიშვილს.

„არ ვიცი, როდის გახდა ბედინეიშვილი დნმ-ის და მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა გადასახადები, რის შედეგადაც კერძო სექტორს ამ მომენტისთვის 1.5 მილიარდი ლარი დარჩა განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, - წერს ირაკლი მეზურნიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, ბედინეიშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უმჯობესია, მთავრობამ კრიზისის ფონზე გადასახადები შეამციროს და ხარჯვებს მოუკლოს, განსაკუთრებით „უაზრო პროგრამებზე“.

„თუმცა ეს ამ მთავრობის დეენემს ეწინააღმდეგება“, - ამბობს ბედინეიშვილი.