ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე

ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე "ქართულ ოცნებას" და ეკლესიას უპირისპირდება

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე არ­მინ ჰუ­თენ­ლო­ხე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ინ­გლი­სურ ენა­ზე კრი­ტი­კულ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"სა­ქარ­თვე­ლოს "დი­დე­ბულ­მა მთავ­რო­ბამ" (გა­იხ­სე­ნეთ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა) გა­და­წყვი­ტა, რომ გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან და ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი 14 დღით კა­რან­ტინ­ში ჩას­ვას, რათა და­იც­ვას მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­რი­გი და­სავ­ლუ­რი ვირუ­სის­გან - დე­მოკ­რა­ტი­ის, ლი­ბე­რა­ლიზ­მი­სა და LGBTQ-ის შემ­დეგ... ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თმა­დი­დე­ბუ­ლუ­რი ეკ­ლე­სია უარს ამ­ბობს შეც­ვა­ლოს წესი და აგ­რძე­ლებს ათი ათა­სო­ბით მლოც­ვე­ლის ზი­ა­რე­ბას ერთი და იმა­ვე კოვ­ზით.

დას­კვნის სა­ხით, მე რო­გორც ორი ხუთი წლის ქა­ლიშ­ვი­ლის მამა, რო­მე­ლიც მათ დე­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ვერ ვნა­ხავ ჩემს გო­გო­ნებს 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გამო, მა­შინ როცა, მათი დედა და ბე­ბია თა­ვი­ან­თი ში­შე­ბით გარ­ბი­ან და­ლოც­ვის მი­სა­ღე­ბად ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­მე­ლიც "ღმერ­თთან ახ­ლოს არის". - წერს არ­მინ ჰუ­თენ­ლო­ხე­რი.

ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რის კო­მენ­ტა­რის პა­სუ­ხად, სა­დაც მას ეკი­თხე­ბი­ან, "სულ გა­გიჟ­და თუ არა მთავ­რო­ბა?", მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე პა­სუ­ხობს: "ახლა? რო­დის არ იყ­ვნენ? მგო­ნია რომ ეს რა­ღაც ახა­ლი დო­ნეა".

ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა და გერ­მა­ნელ­მა არ­მინ ჰუ­თენ­ლო­ხერ­მა 2014 წლის 4 იან­ვარს მო­ა­წე­რეს ხელი. წლის ბო­ლოს მათ ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი შე­ე­ძი­ნათ.

amo ეს ჰუთენლი დიდი ოხერი ჩანს
5 წლის უკან
Katana . კუალა-ლუმპურელი ფსიქოლოგები, მრავალწლიანი დაკვირვების შედგად, მივიდნენ მნიშვნელოვან აღმოჩენამდე: თუ ადამიანს ხანგრძლივი დროის მანძილზე უხდი ძალიან დიდ ხელფასს (ვთქვათ, 10.000 ევროს) აბსოლუტურად არაფრის კეთებაში და მერე ერთბაშად ათავისუფლებ ასეთი სამსახურიდან - ს წ ყ ი ნ ს !..
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ასეთი ნაბ...რი, ნაბიჭ....რი ვითომ აქ ჩვენი არ გვეყოფოდა ეს რომ არ დაგემატებინა ქალბატონო ქეთევან?!
5 წლის უკან