საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო თუთუნი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო თუთუნი გამოავლინეს

11 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, აღმოჩენილია 19,16 კილოგრამი და 580 ღერი უაქციზო თუთუნი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

აღნიშნული საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.