„ქართველებო გარეთ ნუ გამოხვლათ. თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგემსახუროთ“ - რომის სამრევლოს წინამძღვარი

„ქართველებო გარეთ ნუ გამოხვლათ. თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგემსახუროთ“ - რომის სამრევლოს წინამძღვარი

რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე სოციალურ ქსელში ვიდეოთი მიმართავს და ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

არქიმანდრიტი ასევე, ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ მზად არის ყველას დასახმარებლად და პირადად მიუტანს თითოეულს მედიკამენტს საჭიროებისამებრ, ასევე საჭმელს.

„ახლა მივემგზავრები აუცილებელი საქმისთვის და აი, ამ ყოველი მგზავრობისთვის აუცილებელია გქონდეს დამადასტურებელი საბუთი, რომ შენი მოძრაობა არის მიზანშეწონილი. ვითარება არის ძალიან დაძაბული და გთხოვთ, ჩემი საყვარელო ქართველო მემამულენო, ყველანი დარჩით სახლში. გარეთ ნურავინ ნუ გამოხვლათ. თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ, რომ მოგემსახუროთ, მზად ვარ მოგინატონ წამლები და საკვები. თქვენს სამსახურიში ვარ და ძალიან გთხოვთ მიხედოთ თქვენს თავს, პირველ რიგში, თქვენს ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა - საქართველო, იტალია და სრულია მთელი სამაყარო. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს სასულიერო პირი.