„ყოველდღე მივდივარ, კარებთან ვუტოვებ საკვებს და მოვდივარ, როგორც წესია",- ამირან გამყრელიძე საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თვითიზოლაციის წესები ყველამ კარგად უნდა დაიცვას.
„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ, შემდეგ ისინი აღებენ კარებს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია",- ამბობს გამყრელიძე „ქრონიკასთან".
საქართველოში დღეის მდგომარეობით ინფიცირებული სულ 24 პაციენტია. მათგან ერთ-ერთი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.