ეპიდემიოლოგი: შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში არის დამაკმაყოფილებელი

ეპიდემიოლოგი: შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში არის დამაკმაყოფილებელი

დღეს ჩვენი ხელისუფლება, ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები და განსაკუთრებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში შენარჩუნდეს ნორმალური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, - ამის შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი მჭედლიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„შეიძლება ბევრს 25 ძალიან დიდ რიცხვად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არ არის დიდი რიცხვი და შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში არის დამაკმაყოფილებელი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკური ინფორმაცია, ჩვენნაირ პატრა ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობაც ჩვენ ოდნავ აღგვემატება, გაცილებით მეტი შემთხვევები აქვთ და გაცილებით უფრო ფართოდ არის ეს დაავადება გავრცელებული. ეს არის სწორედ სამედიცინო ორგანიზაციების დამსახურება“, - განმარტა მჭედლიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.