დიდი კითხვის ნიშანი არსებობს და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების ინტერესს არჩევნები არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„ამ ვითარებაში ოპოზიციას გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს და თუკი მათი ბოიკოტი გაგრძელდება, მაშინ ჩემთვის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იქნება, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც დემოკრატიული გზით არ მიდის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.
მათ იციან რომ ყავლი გაუვიდათ და ამომრჩეველი აღარ ყავთ და ამიტომაც არ აქვს აზრი მათთან დიალოგებს!
გირჩევთ საქმე აკეთოთ...!