კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს საქართველოს მთავრობა საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მოგეხსენებათ ეკლესიასა და დაავადებათა კოპნტროლის ცენტრს შორის კვლავ გრძლდება მოლაპარაკებები ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე. ზიარების წესის შეცვლა კვლავ გაურკვეველია. ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს მამა პეტერე (კვარაცხელია)
“ეკლესია არ უარყობს დაავადების შემთხვევაში სამედიცინო ჩარევას, პირიქით, ნებისმიერს მოუწოდებს, გართულებდე მიმართონ მედიკამენტებს…
რაც შეეხება ზიარებას… ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა”, მარტო ბუტაფორია არა, სინამდვილეა. ვისაც არ სწამს ქრისტეს სისხლით და ხორცით სხეულის და სულის განკურნების, ის არც უნდა ეზიაროს.
ზიარებით არავინ დააავადებულა, მაგრამ საეკლესიო საკითხებზე დაცინვით და ქილიკით უამრავი…
აქაც სუბიექტურები ვხდებით… ზომა, წონა ვერაფერში შევინარჩუნეთ…
საღვთიამეტყველო საკითხებს ნუ ავურევთ პირად ინტერესებს…
გამსაცდელის ჟამს ღმერთი და ლოცვა თუ დავივიწყეთ, ამაზე დიდი განსაცდელი ისედაც არ არსებობს…
ეკლესია თანაბრად გვეხმარება სულის და სხეულის გასუფთავებაში… არც ერთი ნორმალური არ ქადაგებს, რომ ჰიგიენის ნორმები არ დავიცვათ…
ტაძარში ყოფნა ნებაყოფლობითია… იძულებით წირვის მოსმენა არ ხდება…
რაც ყველაზე მთავარია, ამ საკითხებით ისინი წუხდებიან, ტაძარი მარტო გავლით რომ უნახავთ…
ისე, ღმერთის უარყოფა ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია…
მე მწამს იმის, რომ ჩემი სიცოცხლე უფლის ხელშია… იმისიც მწამს, რომ ლოცვა უფრო მშველის… მცირედმორწმუნეობა კი, ერთგვარი ,,ვირუსია”, რომელიც იმ მცირე რწმენასაც კლავს, თუ ოდნავ, სადმე შემოგვრჩა!..”- წერს მამა პეტრე