ინ ვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკაში - რა უნდა ვიცოდეთ

ინ ვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკაში - რა უნდა ვიცოდეთ

ინ ვიტრო ანუ ხელოვნური განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გამოცდილი მეთოდია. ამ გზას მსოფლიოს მასშტაბით ბევრი  ქალი მიმართავს. 2018 წლის მონაცემებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით, სამყაროს დაახლოებით 8 მილიონი ბავშვი მოევლინა. ეს შთამბეჭდავი რიცხვი მიუთითებს, რომ მედიცნის დახმარებით, ყველა ქალს შეუძლია გახდეს დედა. სწორედ ეს დევიზი აქვს ჟორდანიას კლინიკას, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით ლიდერია საქართველოში.

რატომ ავირჩიოთ ჟორდანიას კლინიკა ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის

ჟორდანიას კლინიკა პირველი რეპროდუქციული კლინიკაა საქართველოში. სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მიმართულებით ყველა სახის კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარება. ინ ვიტრო განაყოფიერება კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გამოცდილი ექიმების, ულტრათანამედროვე აპარატურისა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულების მაჩვენებელმა უკვე 75%-ს მიაღწია.

ჟორდანიას კლინიკის ექიმთა გუნდი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი ექიმ-გინეკოლოგებით, რეპროდუქტოლოგებით და ემბრიოლოგებით. კლინიკას ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ხშირად  მიმართვენ უცხოელი პაციენტებიც, რომლებიც სპეციალურად ამ პროცედურისთვის ჩამოდიან საქართველოში.

რას გულისხმობს ინვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება კვერცხუჯრედის ხელოვნურად განაყოფიერებას გულისხმობს. პროცესი ორგანიზმში ბუნებრივად მიმდინარე განაყოფიერების მსგავსია მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მიმდინარეობს. ერთი პროცედურა მომზადებიდან გადანერგვამდე საშუალოდ 3 კვირა გრძელდება და შემდეგი ეტაპებისგან შედგება -

  • მედიკამენტების საშუალებით საკვერცხის სტიმულაცია;
  • კვერცხუჯრედის ასპირაცია ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება;
  • მამაკაცის სპერმის დამუშავება;
  • განაყოფიერება ანუ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა;
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.
  • ემბრიონის გენეტიკური ანალიზი

ჟორდანიას კლინიკაში ყველა პროცედურა უახლესი სამედიცინო სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ინ ვიტრო განაყოფიერება ქალისთვის მარტივი, უმტკივნეულო  და უსაფრთხოა.

როდის მივმართოთ ინ ვიტრო განაყოფიერებას

დღეისათვის აღიარებულია, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების პირობებში, წყვილი ვერ აღწევს ორსულობას, საჭიროა დიაგნოსტირება და უშვილობის მიზეზის დადგენა. თუ ქალი 35 წლის ზემოთაა, მაშინ მოლოდინის პერიოდი 1 წლის ნაცვლად 6 თვეა. თუ დიაგნოზირებით დადასტურდა ქვემოთ ჩამოთვლილი ფიზიოლოგიური დარღვევები, მაშინ ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. ასეთი დარღვევები შეიძლება იყოს -

  • დაზიანებული, ჩაკეტილი ან ამოღებული ფალოპის მილები;
  • მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლი და ოვულაცია;
  • ენდომეტრიოზი;
  • ანტისხეულები, რომლებიც აზიანებს კვერცხუჯრედს ან სპერმატოზოიდს;
  • მამაკაცის არასრულფასოვანი სპერმა ან ცოცხალი სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობა;
  • გენეტიკური რისკ-ფაქტორი;
  • უშვილობის დაუდგენელი მიზეზი.

ჟორდანიას კლინიკაში ერთ სივრცეშია შესაძლებელი ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული სრული სამედიცინო სერვისის მიღება. კლინიკა მუდმივად ცდილობს  მოწინავე ტექნოლოგიების და ინოვაციური მეთოდების დანერგვას. აქ გარემო მთლიანადაა  მორგებული პაციენტზე, როგორც ინდივიდზე, სადაც მისი უსაფრთხო, ეფქტური და წარმატებული მკურნალობა კლინიკის მთავარი პრიორიტეტია.