ერაყში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმას ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები ემსხვერპლნენ

ერაყში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმას ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები ემსხვერპლნენ

ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშს ერაყში სულ ცოტა 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცია. მათი ვინაობა არ საჯაროვდება.

ბაზაზე 18 რაკეტა ჩამოვარდა. შედეგად კიდევ 12 ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.