იტალიაში თითქმის ყველა მაღაზია საქმიანობას აჩერებს

იტალიაში თითქმის ყველა მაღაზია საქმიანობას აჩერებს

იტალიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მაღაზიის საქმიანობა დროებით აიკრძალება. გამონაკლისი დაშვებულია სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისთვის.

იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, კარანტინი 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.