ჩუღურეთის რაიონში, გოცირიძის ქუჩაზე, 200 კვადრატულ მეტრზე, ტროტუარების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 7 000 ლარია. მსგავსი სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონში 2 მისამართზე უკვე დასრულდა.