კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პაციენტი 19 წლის მამაკაცია. ის ამ დროისთვის თვითიზოლაციიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი, ამ დრომდე თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტის შემთხვევა იტალიასთან კონტაქტს უკავშირდება.
„24-ე ინფიცირებულიც იმ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ კორონავირუსი. ერთად იყო ოჯახი და იქ დაინფიცირდნენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.