ნიკოლოზ მჭედლიშვილი:

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: "გრამაფონშია", მეგობრებო, ეგ "სტრიქონებს შორის" ყველას მიერ თავისებურად წაკითხული შეთანხმების შინაარსი...

საარჩევნო შეთანხმებაზე ორი სიტყვა - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი:

გუშინ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მართალია შეთანხმებაში ე.წ. პოლიტპატიმრები ნახსენები არ არიან და არც კონკრეტული გვარებია ჩაწერილი, მაგრამ "მათ განთავისუფლებაზე თანხმობა სტრიქონებს შორის იკითხებაო".

თავოს მხრივ, ოპოზიციაში გადასულმა ჰარვარდდამთავრებულმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტულ პატიმრებზე იყო მსჯელობა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებზე.

ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც ვამბობ, ჰარვარდის კონსდამთავრებულებს შორისაც ვხვდებით "წუნს". ქალბატონმა ჩუგაშვილმა არ იცის მარტივი ჭეშმარიტება, რომ მოლაპარაკებების დროს შეიძლება ბევრ რამეზე იყო მსჯელობა და ერთი მხარე ყოველთვის რაღაცის მიღწევას ცდილობდეს, მაგრამ უმთავრესია ბოლოს რა იწერება შეთანხმების ტექსტში.

ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება. ამის მიხვედრას რაიმე დიპლომიც კი არ სჭირდება, უბრალოდ, საღი აზრი უნდა გქონდეს ადამიანს.

ოპოზიციას ვინ უშლიდა ხელს მოეთხოვა რამდემე დაპატიმრებილის გამოშვება და შეთანხმების ტექტსში შეეტანა გვარები, ისე რომ სიტყვა "პოლიტპატიმრები" საერთოდ არ ყოფილიყო ნახსენები? თუ მართლა მათზე იყო მსჯელობა, რა თქმა უნდა...

შეთანხმებად ითვლება შეთანხმების ტექსტი და არა "სტრიქონებს შორის რა წერია". ესეთი აგრუმენტები არ მიიღება.

"გრამაფონშია", მეგობრებო, ეგ "სტრიქონებს შორის" ყველას მიერ თავისებურად წაკითხული შეთანხმების შინაარსი...