გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოსულ ექიმთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. წინა მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის 15 ფაქტი.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 23 შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.