ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გაგდადგა. ამის შესახებ განცხადება გია ლემონჯავამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ლემონჯავას განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო და ასპარეზს ახალ ძალას უთმობს. გია ლემონჯავა ბაჩო ახალაიას დეიდაშვილია. ლემონჯავას გადაწყვეტილება სხომაზევე გაიგეს საკრებულოს წევრებმა. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს წარდაგენს თუ არა ახალ კანდიდატს, ქართული ოცნების ფრაქცია კი კანდიდატურებზე უკვე მსჯელობს. ყოფილი მმართველი გუნდის ფრაქცია საკრებულოს წევრებმა უკვე დატოვეს. ნაციონალებს საკრებულოში 17-დან მხოლოდ რვა დეპუტატი შემორჩათ.