ირაკლი კობახიძე: კონსულტაციებს გავდივართ მაჟორიტარ დეპუტატებთან ახალ საარჩევნო მედელთან დაკავშირები

ირაკლი კობახიძე: კონსულტაციებს გავდივართ მაჟორიტარ დეპუტატებთან ახალ საარჩევნო მედელთან დაკავშირები

„ჩვენთვის  პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი მოდელი, რომელიც  თანაბრად მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ასევე, ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის,  აქედან გამომდინარე,  წინააღმდეგობა მათი მხრიდან არ არის",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

დეპუტატი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ, მაჟორიტარებთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი კახა  ოქრიაშვილი არ ესწრებოდა. რაც შეეხება, გამართულ შეხვედრას, მისი ინფორმაციით, მაჟორიტარებსა და გუბერნატორებთან კონსულტაციები ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით გაიარეს.

„ამოსავალი წერტილი იქნება ევროსაბჭოს სტანდარტი - თანაბრობის პრინციპი, თუმცა, ამ პრინციპის ფარგლებში, შეიძლება, რომ იყოს გარკვეული სხვადასხვაობა განაწილებებს შორის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ის კონსულტაციები და ამ კონსულტაციებში ჩართული იყო ყველა მაჟორიტარი დეპუტატი.  კახა ოქრიაშვილზე იკითხეთ - გუშინ სპეკულაციურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის არ ესწრებოდა კონსულტაციებს, რაც არასწორია. ის ესწრებოდა ამ კონსულტაციებს. რაც შეეხება მათ თანხმობას, ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი მოდელი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ასევე, ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. აქედან გამომდინარე, არათუ არსებითი და პრინციპული, წინააღმდეგობა მათი მხრიდან არ არის. მათი მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება, ეს პრინციპი არის შენარჩუნებული და მათი მიზანი, ასევე, იყო სტაბილურობის სათანადო ხარისხით უზრუნველყოფა და ეს მიზანიც არის მიღწეული ამ ახალ მოდელში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli სირცხვილი თქვენი, სირცხვილი! რატომ ჩამოგვართვით ადამიანის არჩევის უფლება, ფაქტიურად რატომ ჩამოგვართვით?! "ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა" დაგაძალეს, და "ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ" დანებდით, ხომ?! ახლა გიწინასწარმეტყველებთ შემდეგი დანებება რა შედეგით დამთავრდება. თქვენი პარტია პროპორციულში მოაგროვებს 30%-ს, ამიტომ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად "იძულებული" იქნებით კოალიცია შეკრათ "ევროპულ საქართველოსთან" . მაშინ ასე იტყვით აბა რა ვქნათ ნაცმოძრაობასთან და "პატრიოტთა ალიანსთან" ხომ ვერ შევალთ კოალიციაშიო და დასრულდება ბუნებრივი პროცესი, ქართული ოცნების სოროსის ფრთა, ქართული ოცნების კონფორმისტთა ფრთა და ევროპული საქართველო საბოლოოდ შეერწყმება ერთმანეთს პრინციპთ, ფერი-ფერს და მადლი სოროსსო! ჰოდა ნუღარ გვაბოლებთ მაინც! თქვენ არავითარი პოლიტიკკური ძალა არ ხართ! თქვენ ხართ "ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების" ნების ნებით აღმსრულებელნი!
5 წლის უკან