თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

თიბისის ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება.  შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.

თიბისის დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია  სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:

-თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;

-  კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;

- საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება  და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;

- ბარათის პინ-კოდის აღდგენა;

- ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;

-  საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;

- უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;

- სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.