კითხვები, რომლებიც მაჟორიტარების მხრიდან ისმოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არის პასუხგაცემული. აქედან გამომდინარე ამ შეთანხმებასთან და კომპრომისთან დაკავშირებით, მაჟორიტარებს პრეტენზია არ აქვთ. არის გამონაკლისი, კახა ოქრიაშვილი, ჩვენი კოლეგა და მეგობარი, რომელიც თავიდანაც ხისტ პოზიციაზე იყო და ასეთ ხისტ პოზიციას აფიქსირებ დღესაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ყველა სხვა მაჟორიტარი ამბობს, რომ რადგან შერეული სისტემა არის შენარჩუნებული, მართალია ნაკლები მაჟორიტარული ოლქით, მაგრამ მაინც, რადგან 50-პროცენტზე ოდნავ ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში კრიზისი არ შეიქმნება ქვეყანაში, ისინი მხარს დაუჭერენ ამ კომპრომისულ ვარიანტს. კომპრომისულ ვარიანტს მხარს უჭერს ყველა, ამიტომაც დაერქვა კომპრომისული და ამიტომაც შედგა შეთანხმება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.