არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციასთან საარჩევნო ოლქების განაწილებაზე ვიმსჯელებთ

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციასთან საარჩევნო ოლქების განაწილებაზე ვიმსჯელებთ

„მაჟორიტარული ოლქების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. კერძოდ, ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობაში არ უნდა იყოს 15%-იანზე მეტი გადახრა, გამონაკლისების გარდა. ეს გამონაკლისებიც ჩამოთვლილია“, - ეს განცხადება მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, მმართველ გუნდს, პროექტის წარსადგენად 10 დღიანი ვადა აქვს. „რომ წარმოვადგინოთ პროექტი. ვგეგმავთ რომ ოპოზიციასთან ერთად ვიმსჯელოთ ოლქების განაწილებაზე, ვინაიდან დიდი მანევრის საშუალებას არ აძლევს ეს გეოგრაფია პოლიტიკურ პარტიებს. მოგვიწევს ოლქების გაერთიანება. ვგეგმავთ ოპოზიციასთან ერთად ამ პროექტის დამუშავებას. კონსულტაციები უკვე დაწყებულია ჩვენს პარტიაში. გვინდა რომ კონკრეტული მონახაზი გვქონდეს, ასევე ექნებათ მათაც. უახლოესი 10 დღის განმავლობაში ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და შეთანხმება ყველამ ერთად, რომ ამ საკითხზე ვიმუშავებთ და შევთანხმდებით“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.