კორონავირუსის გავრცელების გამო ირანის უზენაესმა ლიდერმა ყოველწლიური მიმართვა გააუქმა

კორონავირუსის გავრცელების გამო ირანის უზენაესმა ლიდერმა ყოველწლიური მიმართვა გააუქმა

კორონავირუსის გავრცელების გამო ირანის უზენაესმა ლიდერმა ირანული კალენდარით ახალი წლის დადგომის შემდგომი ტრადიციული სიტყვით გამოსვლა გააუქმა.

ირანული კალენდარით ახალი წელი 19 მარტზე მოდის.

„სულიერი ლიდერის სიტყვით გამოსვლა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ახალი წლის პირველ დღეს, მეშჰედში არ გაიმართება“, - ნათქვამია ალი ხამენეის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებაა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ირანში კოფრონავირუსით 7161 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 237 კი გარდაიცვალა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.