საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს

საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს

საფრანგეთის კულტურის მინისტრს ფრანკ რისტერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს. ამის შსახებ ინფორმაციას ფრანგული მედია მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის აპარატში აღნიშნავენ, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და სახლში პარიზში იმყოფება.

„დღეს მინისტრს ანალიზებმა კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინა. მას შესაბამისი სიმპტომები ჰქონდა. მან გასულ კვირას რამდენიმე დღე პარლამენტში გაატარა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.