ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე N173-ში 2 450 კვადრატულ მეტრზე ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, საბაღე სკამები, ურნები, დასასვენებელი ადგილები და საჩრდილობლები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდება ფილებით და ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. დაირგვება რულონური ბალახი და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდება. მიმდინარე სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტი გააცნო.