შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი, „ვაშინგტონ პოსტი" საქართველოს ახალ მთავრობაზე სარედაქციო გრიფით კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს. "საქართველოს მთავრობა არასწორ კურსს ირჩევს" - ასე ჰქვია სტატიას, სადაც ავტორი საქართველოს უკრაინას ადარებს და 1 ოქტომბრის არჩევნებს ფსევდოდემოკრატიულს უწოდებს. ჟურნალისტი "ქართულ ოცნებას" ნაციონალური მოძრაობის წევრების დევნასა და ძალაუფლების მონოპოლიზაციაში ადანაშაულებს. "თუკი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიულ ღირებულებებს სერიოზულად ეკიდება, მან წინა მთავრობის ლიდერების დაპატიმრება უნდა შეწყვიტოს და ეცადოს, დასავლეთის ქვეყნების ინვესტორების თვალში ნდობა აღიდგინოს, რომელიც მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაკარგა." - ეს არის ამონარიდი „ვაშინგტონ პოსტიდან".