პრეზიდენტის ვიზიტების და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილოების პარალელურად საქართველოში მისი გადაგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ამის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საზოგადო მოღვაწეებიც ესწრებოდნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის, მიხეილ ანდღულაძის განცხადებით, სააკაშვილი ქართველი ერისთვის მიუღებლი პრეზიდენტია. მისივე თქმით, ორგანიზაცია შესაბამის პეტიციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანს. ხელმოწერების შეგროვება 2013 წლის ოთხ იანვრამდე გაგრძელდება.