აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 304-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, აქედან 49 ადამიანი აშშ-შია ჩასული, 255 კი 28 შტატში ცხოვრობს. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ის ჯერჯერობით არ შეცვლილა. ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 102 ათასს გადააჭარბა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.