ჟვანიას გარდაცვალების გარდა დღეს იუსტიციის მინისტრმა სხვა გამოსაძიებელი საქმეების შესახებაც ისაუბრა.
მათ შორისაა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და იმ განაჩენის აღსრულება, რომელიც გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა. 6 წლის წინანდელი ფაქტის მოუკერძოებელი გამოძიებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიცაა მოსალოდნელი. უახლოეს დღეებში კი გამოძიება რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნით დაინტერესდება. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს თეა წულუკიანმა პირადად მიაწოდა.