ზურაბ ჟვანიას სიკვდილის თაროზე შემოდებული საქმის ძიება განახლდა(VIDEO)

ზურაბ ჟვანიას სიკვდილის თაროზე შემოდებული საქმის ძიება განახლდა(VIDEO)

ზურაბ ჟვანიას სიკვდილის თაროზე შემოდებული საქმის ძიება განახლდა.
იყო თუ არა მხუთავი აირის კვალი ბინაში, სადაც ყოფილი პრემიერი გარდაიცვალა?
ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ გაზის გამათბობელზე მან "ცე ოს" ნარჩენები ვერ აღმოაჩინა, თუმცა დასკვნაში წერია, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი და მისი მეგობარი საბურთალოს 53-ტ ნომერში სწორედ მომწვამლავი ნივთიერების გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.
ამის გარდა მოულოდნელ განცხადებას აკეთებს მოწმე, რომელიც ამჟმად საქ-ში არ იმყოფება და რომელიც სამი თებერვლის ღამის დეტალებს ყვება.
საუბრობს კორპუსში შეტანილ ერთ ცხედარზე და უგონო მდგომარეობაში მიყვანილ მეორე პირზე.
შესაძლოა სწორედ ამ გარემოებებზე საუბრობდა წუხელ ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, მთავარ პროკურატურაში, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა მასალა გადასცა.