რატომ გაღიზიანდა გიგა ბოკერია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე

რატომ გაღიზიანდა გიგა ბოკერია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „იმედის“ ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა. მაშინ, როდესაც პარტიის ოფისში გიგა ბოკერიასა და ჟურნალისტების შეხვედრა დაიგეგმა, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ბოკერიას სრულიად უწყინარი შეკითხვა დაუსვა.

კითხვა საარჩევნო მოლაპარაკებებს ეხებოდა. სოფო ბერიძემ ბოკერიას ჰკითხა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საარჩევნო კანონში კონსტიტუციურ ცვლილებებს დაარეგისტრირებს, მიიღებდა თუ არა „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვებში.

სწორედ ამ კითხვამ გააღიზიანა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი. გიგა ბოკერიამ სოფო ბერიძეს ფორმულირება დაუწუნა და ურჩია, რომ სხვა ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის ეცლია კითხვის დასმა, ვინაიდან, მას უჭირს ჩვენი ატანა.

„აი ეს არარაობა საუბრობს ახლა იმედზე“, - ასე გამოეხმაურა გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი მომხდარ ფაქტს. მან გიგა ბოკერის მსგავსად, „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ გაღიზიანება ვერ დამალა, გადაწყვიტა სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ ჟურნალისტის დაბულინგება და ვრცელი სტატუსი მიუძღვნა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა სოფო ბერიძეს თავმოყვარეობაც დაუწუნა და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტების დიდი ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალებიდამ გმობენ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის მედიასთან ურთიერთობის ასეთ ფორმას.

„იმედის“ ჟურნალისტებმა სიფო ბერიძეს მხარდაჭერა სოცქსელში გამოუცხადეს და კოლეგის მიმართ სიტყვიერი თავდასხმა საჯარიდ დაგმეს. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ჩიხლაძემ კი Facebook-ით დააანონსა, რომ გიგა ბოკერიას რეპრესიულ პოლიტიკასა და „იმედის“ მიმართ მის აგრესიულ მიდგომაზე, რომელიც წლებია, გრძელდება, სპეციალურ რეპორტაჟს მაყურებელს კვირას, ცხრა საათზე შესთავაზებს და უპასუხებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ დაწყებულ სიტყვიერ თავდასხმებს.

ასევე, ვიდრე ბოკერიას ჟურნალისტებთან ურთიერთობის ფორმა ექნება აგრესიული და შეურაცხმყოფელი, „იმედი“ აზრს ვერ ხედავს, მას ეთერი დაუთმოს.

 

Aburjga Tasmanieli დიდება გენერალი სიმუს სტალინს, დიდება!!! დიდება მარშალ ბერიას, დიდება!!!
5 წლის უკან