მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა წყვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უკრაინელი მოჭადრაკეები, 18 წლის ალექსანდრა ვერნიგორა და 26 წლის სტანისლავ ბოგდანოვიჩი არიან, იუწყება რუსული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“.
ვერნიგორა პროფესიონალი მოჭადრაკე იყო და ფიდეს რეიტინგში 1861-ე ადგილი ეკავა, ბოგდანოვიჩს კი 2013 წელს უკრაინის ჩემპიონობა ჰქონდა მოპოვებული.
ცხედრები გოგონას მამამ აღმოაჩინა.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი აზოტის ოქსიდი გახდა, რადგან ცხედრების მახლობლად ამ აირით გაბერილი რამდენიმე ბუშტი აღმოაჩინეს.