აშშ-ში კორონავირუსით მეათე ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსით მეათე ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსით მეათე ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განუცხადა.

„დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიდან დღეს დილით ინფორმაცია მივიღეთ, რომ კიდევ ერთი ამერიკელი გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრებს ვუთანაგრძნობთ“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.

მაიკ პენსს არ დაუზუსტებია თუ რომელ შტატში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული პირი. აღსანიშნავია, რომ აქამდე გარდაცვალების ფაქტები ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა. სულ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.