ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში

ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში

თურქეთის პარლამენტში ერდოღანის კრიტიკას დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ერთმანეთს მთავარი ოპოზიციური პარტიისა და მმართველი პარტიის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატმა ენგინ ოზქოჩმა თურქეთის პრეზიდენტს სამარცხვინო, საძაგელი და მოღალატე უწოდა.

მან ასევე დაადანაშაულა რეჯეფ ტაიფ ერდოღანი თურქი ხალხის შვილების საომრად გაგზავნაში მაშინ, როდესაც მისმა შვილებმა თავი აარიდეს გრძელვადიან სამხედრო სამსახურს.