გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ პერეს დე კუელიარი გარდაიცვალა

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ პერეს დე კუელიარი გარდაიცვალა

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ პერეს დე კუელიარი პერუში 100 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Andina ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კუელიარის გარდაცვალების შესახებ მედიას მისმა ვაჟმა ფრანცისკომ შეატყობინა. პერუელ დიპლომატს 7 მარტს, ლიმაში დაკრძალავენ. პერეს დე კუელიარი გაეროს გენერალური მდივნის პოსტს 1982-1991 წლებში იკავებდა.