მარსელში საავადმყოფოდან 2.000 სამედიცინო პირბადე მოიპარეს

მარსელში საავადმყოფოდან 2.000 სამედიცინო პირბადე მოიპარეს

მარსელში უცნობმა პირებმა საავადმყოფოდან 2.000 სამედიცინო პირბადე მოიპარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პირბადეები ქირურგიული განყოფილების ექიმებისა და პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი.

„ამჟამად შიდა გამოძიება ტარდება, რათა დამნაშავე ან დამნაშავეები გამოვლინდნენ“, - განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

ასევე, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ყველა თანამშრომელს წერილი დაუგზავნა, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირბადეები მხოლოდ პროფესიული მიზნებისთვის გამოსაყენებლად არის განკუთვნილი.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საწყობში დარჩენილი მარაგი საკმარისია საავადმყოფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის.