სირიელმა გოგომ, რომელიც დაბომბვაზე იცინოდა, ოჯახთან ერთად თურქეთში გაქცევა მოახერხა

სირიელმა გოგომ, რომელიც დაბომბვაზე იცინოდა, ოჯახთან ერთად თურქეთში გაქცევა მოახერხა

3 წლის სირიელი გოგო, რომლის მამამ მას დაბომბვის დროს სიცილი ასწავლა, ომს გამოექცა და თურქეთშია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პატარა სალვას​ და მის მშობლებს საზღვრის გადაკვეთაში თურქეთის მთავრობა დაეხმარა. ოჯახი იდლიბის პროვინციაში ცხოვრობდა.

სალვა და მისი მამა აბდულა ალ-მუჰამედი პოპულარულები მას შემდეგ გახდნენ, რაც ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს თუ როგორ იცინის პატარა გოგო დაბომბვის დროს. შვილის ფსიქოლოგიური ტრავმისგან დასაცავად მუჰამედმა ომის საშინელი ატმოსფერო თამაშად გადააქცია. ყოველი ბომბის ჩამოვარდნაზა, მამა პატარა გოგოს ეუბნებოდა, რომ ეს საზეიმო ფოიერვერკია.

სამოქალაქო კონფქლიტი სირიაში 2011 წლიდან გრძელდება. თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი სირიელი დევნილია. თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი 29 თებერვალს გაუხსნა. ამის მიზეზი სირიაში, იდლიბში სიტუაციის გამწვავება გახდა. 2016 წლის შეთანხმებით, დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ. სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.