ერიკ რუბინის ვიზიტი საქართვლოში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დღეს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდება. რუბინი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. აშშ--ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც აშშ--საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გაიმართება.