ტაილანდში დახურეს საწარმო, რომელიც გამოყენებული პირბადეებით ვაჭრობდა

ტაილანდში დახურეს საწარმო, რომელიც გამოყენებული პირბადეებით ვაჭრობდა

ტაილანდში საწარმოს საქმიანობა აღკვეთეს, რომელიც გამოყენებულ პირბადეებს, როგორც ახალს ასაღებდა. ამის შესახებ გამოცემა The Nation-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ინფორმაცია მიიღეს, რომ საწარმოში არალეგალურ საქმიანობას ჰქონდა ადგილი. პოლიციამ ადგილზე აღმოაჩინა, რომ საწარმოში გამოყენებულ პირბადეებს აუთოებდნენ, შემდეგ ყუთებში ათავსებდნენ და როგორც ახალს, ასაღებდნენ.

პოლიციის განცხადებით, საწარმოს თანამშრომლები ამ გზით, დღეში ოთხასამდე პირბადეს ამუშავებდნენ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.