მედიის ინფორმაციით, რომის პაპს კორნონავირუსი არ აღმოაჩნდა

მედიის ინფორმაციით, რომის პაპს კორნონავირუსი არ აღმოაჩნდა

რომის პაპმა კორონავირუსით ინფიცირებაზე შემოწმება გაიარა, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Messaggero ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომის პაპს, რომელიც გაციების გამო რამდენიმე დღე საჯარო შეხვედრებს არ ესწრებოდა, კორონავირუსით ინფიცირება არ გამოუვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვატიკანში კომენტარი არ გააკეთეს.

ოთხშაბათს ვატიკანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფრანცისკე შეუძლოდ გახდა. იტალიაში კორონავირუსის აფეთქების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაპს შესაძლოა კორონავირუსი აქვს, თუმცა გუშინ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 1 000 დადასტურებული შემთხვევაა. ინფექციამ ქვეყანაში 29 ადამიანი იმსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.