სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap იუწყება.

ბოლო მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ჯამში კი ახალი ვირუსით 5186 ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.