BBC: ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა

BBC: ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ირანის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გაცხადებული იყო 34 დაღუპულის შესახებ. ასევე ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 388 ადამიანი.