კიდევ ერთი აღიარება, ამჯერად 7 წლის დაგვიანებით, ოღონდ მაშინ როდესაც ერთ ადამიანს უკვე მოხდილი აქვს წელიწადნახევრიანი სასჯელი, ხოლო მეორე 4 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში.
შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება.
საქმის მთავარი მონაწილე და მოწმე:
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი კობა ბექაური დღეს აცხადებს, რომ რამიშვილის დაპატიმრების ოპერაცია წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
ბექაური ამბობს, რომ მას ჟურნალისტისთვის ფულის შეთავაზება, პროცესის ფარული კამერით გადაღება და ცრუ ჩვენებების მიცემა აიძულეს. ის დღეს დამკვეთების გვარებსაც ასახელებს: მერაბიშვილი და ადეიშვილი.
ყოფილი ნაციონალის მონაყოლში ერთ ყოფილ პატიმარს ეჭვი შეაქვს, მეორე კი მის ბოდიშს იღებს.
1131
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85