რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვლადიმერ პუტინს მოვუწოდე, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვლადიმერ პუტინს მოვუწოდე, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან მოსკოვს თურქი და სირიელი სამხედროების დაპირისპირებაში ჩარევისგან თავის შეკავება ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ვკითხე პუტინს, რა მიზნები აქვთ მათ სირიაში? თუ სამხედრო ბაზის შექმნა გსურთ, შექმენით, მაგრამ ჩვენს ჯარებს გაერიდეთ. მოვუწოდე, რომ ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს“, - განაცხადა ერდოღანმა.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ.