შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული მიმართულებები და აქტუალური საკითხები, ასევე თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. “განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის როლს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მხარდამჭერი განცხადებებით; ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობით; საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებზე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობით; არაღიარების პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელებით, “ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.