კარანტინში მყოფ მოქალაქეებს ორცხობილა „კორონა“ დაურიგეს

კარანტინში მყოფ მოქალაქეებს ორცხობილა „კორონა“ დაურიგეს

„კორონა“-ს  სახელწოდების ორცხობილა საჩხერეში ჩინეთიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს საუზმეზე მიართვეს. ფოტო „პრაიმტაიმს“ კარანტინში მყოფმა ერთ-ერთმა მათგანმა მიაწოდა.

„საუზმეზე მოგვართვეს „კორონას“ ორცხობილა. მინდა გითხრათ, რომ ვიმყოფებით საუკეთესო პირობებში. სამჯერადი მრავალფეროვანი კვება, სითბო, სასიამოვნო ინტერიერი და გარემო, ძალიან თბილი და მეგობრული პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ დააკმაყოფილონ ჩვენი ყველა მოთხოვნა. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ინგა დეიდას და ადმინისტრატორ ლევანს, რომლებიც განსაკუთრებული პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. თითოეული სართული, აღჭურვილია: ქირურგიული ხელთათმანებით, პირბადეებით და სადეზინფექციო საშუალებებით. შიდა პერსონალი და არა მარტო შიდა ასევე, გარეთ მყოფი, დაცვის პოლიცია შესაბამისად არის ეკიპირებული, მიუხედავად იმისა რომ, შენობის გარეთ არიან. ტემპერატურის მონიტორინგი მიმდინარეობს საათობრივად, და ვიმყოფებით სხვადასხვა დარგის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - გვიყვება კარანტინში მყოფი მოქალაქე.