ამირან გამყრელიძე“

ამირან გამყრელიძე“ "არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთმანეთს ნუ გადავკოცნით, ხელი ავუწიოთ"

ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით. ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსისგან საბრძოლველ რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან გთხოვთ არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გავაკეთო. ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, რომ ვხვდებით ერთმანეთს ვკოცნით ხოლმე, და გთხოვთ ძალიან, თავი შევიკავოთ. ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება, ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა. განსაკუთრებით, როცა რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, მოვერიდოთ.. ხელის ჩამორთმევაც არ არის რეკომენდირებული, ჯობია ხელის აწევით მივესალმოთ, ერთმანეთს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.