ესტონეთსა და დანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა - დაავადებული არიან ჟურნალისტი და ირანის მოქალაქე

ესტონეთსა და დანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა - დაავადებული არიან ჟურნალისტი და ირანის მოქალაქე

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი მატულობს. დღეს, 27 თებერვალს დანიამ და ესტონეთმა ვირუსის პირველი შემთხვევები დაადასტურეს.

CNN-ინფორმაციით, დანიაში ვირუსით ტელევიზიის ჟურნალისტი დაინფიცირდა. ესტონეთში კი ინფექცია დაუდასტურდა ირანის მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში 26 თებერვალს ჩავიდა.

შეგახსენებთ, 26 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა საბერძნეთში, ნორვეგიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთში, ბრაზილიასა და საქართველოში.

ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვეევა - 470 , იტალიაშია დაფიქსირებული.

მზარდია დაავადების რიცხვი სამხრეთ კორეაშიც, სადაც დამატებით 505 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში 1,766 მიაღწია.

ჩინეთში კი სულ 78,514 დაინფიცირებული პაციენტია გამოვლენილი.