„ტვ პირველის“ თანამშრომელი ბოქსირებულია, აქვს გაციების ნიშნები – ამის შესახებ ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირი იტალიიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. როგორც ირკვევა, პაციენტის ანალიზების პასუხები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
„ტვ პირველის“ თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ კაბინეტში იმყოფება.