შალვა ნათელაშვილი კორონავირუსში „ქართული ოცნების“ ინტერესებს ხედავს

შალვა ნათელაშვილი კორონავირუსში „ქართული ოცნების“ ინტერესებს ხედავს

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი, ჩვენი არაერთი მოწოდებისა, მან არ დაკეტა საზღვარი ირანთან. შედეგად, კორონავირუსი უკვე საქართველოშია, - ამის შესახებ განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გათვლა ძალიან მარტივი გახლავთ. გადაერთოს ხალხის ყურადღება რეჟიმის შეცვლიდან აქტიური საპროტესტო მიტინგებიდან და აქციებიდან სასიკვდილო ინფექციაზე. მაგრამ, ვარწმუნებ ივანიშვილის რეჟიმს, ვერანაირი ვირუსომანი მათ ვერ გადაარჩენს. ახლა მაინც, კეთილი ინებეთ დაურიგეთ მოსახლეობას პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

სამწუხაროა, რომ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გვჭირდება აქციები, მიტინგები, ბრიფინგები, რომ სასიკვდილო ვირუსი მაინც გააჩერონ. ესეც პროპორციული არჩევნები ხომ არ იყო?! ყველა ქვეყანამ, რუსეთმაც კი, საერთოდ დაკეტა საზღვარი ჩინეთთან, ირანთან, სამხრეთ კორეასთან და ყველა იმ რეგიონში, სადაც ეს ვირუსი წარმოიშვა და გავრცელდა. ჩვენი ხალხი პანიკიორი არ გახლავთ, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ეს ვირუსი ჩვეულებრივი გრიპია, სასიკვდილო შედეგები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ გრიპში", - ამბობს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, დაფიქსირდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

tngh დარჩა კი რაიმე სისულეე, რაც ამ დეგენერატს არ უთქვია??? (უკაცრავად ეთიკს ნორმებიდან გასვლისათვის.)
5 წლის უკან
tngh დარჩა კი რაიმე სისულეე, რაც ამ დეგენერატს არ უთქვია??? (უკაცრავად ეთიკს ნორმებიდან გასვლისათვის.)
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შალვა შე სირთავა, ის კაცი ქართველი იყო, აზერბაიჯანიდან მოდიოდა საქართველოში, სამშობლოში, სახლში მოდიოდა....! შეეგებენ და წაიყვანეს პირდაპირ ინფექციურის სპეციალურ ბლოკში! რა გინდა, რას მამაძაღლობ შენ მამაძაღლად დაბადებულო?! ფუი....
5 წლის უკან
sapiqrali ძალიან მძიმე შემთხვევაა. ამ კაცს ბროწეულის ოყნა თუ უშველის!
5 წლის უკან
tngh ამ დეგენერატს ვინც ხმას აძლევს... ნორმალურია. სად არიან ფსიქიატრები. რატომ არ ასრულებენ ჰიპოკრატეს ფიცს. ამდენ პაციენტს მოვლა სჭირდება!!!
5 წლის უკან
tngh ამ დეგენერატს ვინც ხმას აძლევს... ნორმალურია. სად არიან ფსიქიატრები. რატომ არ ასრულებენ ჰიპოკრატეს ფიცს. ამდენ პაციენტს მოვლა სჭირდება!!!
5 წლის უკან
Maverick შალიკოს პოლიტიკური "სტარჩესკი მარაზმი" აქვს დამართებული აგრესიული დემენციის ფონზე!
ხის ძირში დაბმაც ვეღარ უშველის!
5 წლის უკან