ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ირანის მოქალაქე ჟურნალისტებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია.
ირანის მოქალაქე ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც მედპერსონალი გარეთ გამოვიდა და პაციენტი ისევ უკან შეაბრუნეს.
ცნობისთვის, ლუგარის ლაბორატორიიდან 14 პაციენტის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შედეგები დღეს ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.